2016-05-30

თსუ ახალგაზრდული ცენტრის ადვოკატირების ქვეკლუბის წევრთა კვლევითი პროექტის პრეზენტაცია

30 მაისს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში თსუ ახალგაზრდული ცენტრის ადვოკატირების ქვეკლუბის წევრების მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართება. სტუდენტებმა შავშვების დევნილთა დასახლებაში ჩაატარეს კვლევა და გამოკვეთეს არსებული პრობლემატიკა. კველევა ასევე წარუდგინეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს.

ღონისძიება იმართება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 13, თსუ VIII კორპუსი, თსუ ახალგაზრდული ცენტრი
« იხ. ყველა ანონსი