2016-12-19
დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ყოველწლიური საზეიმო ღონისძიება
19 დეკემბერს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ყოველწლიური საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
საღამოზე შეჯამდება დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის განვილი წელი, ასევე დაჯილდოვდებიან IV სტუდენტური კონფერენციის მონაწილეები 2015 წლის საუკეთესო აკადემიური ნაშრომისთვის სამართლის სფეროში და სამართლის პრაქტიკის განვითარებისთვის.
ღონისძიებაზე უახლესი გამოცემების პრეზენტაცია გაიმართება: 1. ლუჩიო პეგორარო, ევროპასა და რეგიონებს შორის: იტალიის რთული მმართველობა, ზურაბ მაჭარაძის თარგმანი - დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და ბოლონიის უნივერსიტეტის ერთობლივი გამოცემა; 2. დიმიტრი გეგენავა, ბექა ქანთარია, ლანა ცანავა, თენგიზ თევზაძე, ზურაბ მაჭარაძე, პაატა ჯავახიშვილი, თინათინ ერქვანია, თამარ პაპაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, მე-4 გამოცემა; 3. კრიმინოლოგიის ჟურნალი, #1 - დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისა და სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრის ერთობლივი გამოცემა; 4. უშანგი ბახტაძე, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები (სამეცნიერო ბროშურა); 5. მონიკა გაბუნია, საკუთრების სოციალური ფუნქცია მიწაზე საკუთრების უფლების განხორციელების კონტექსტში.
ღონისძიებას პრაქტიკოსი იურისტები, პროფესორები, სტუდენტები, აკადემიური და სამართლის სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
მისამართი:ი ჭავჭაძის გამზ.1, თსუ პირველი I კორპუსი, მე-2 სართული, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი