2017-12-12

დათო მაღრაძის წიგნის „AVE, EVA!” წარდგინება

12 დეკემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დათო მაღრაძის ახალი პოეტური კრებულის „AVE, EVA!” წარდგინება გაიმართება.

მომხსენებლები: პროფესორი პაატა ჩხაიძე, პოეტი და ლიტერატორი გერტ რობერტ გრიუნერტი, რაინლანდ-ერფტის მწერალთა გაერთიანების წევრი, დოქტორი ნინო პოპიაშვილი.

პრეზენტაციაზე კრებულის გერმანულ ენაზე მთარგმნელები, გერმანელი პოეტი და ლიტერატორი, გერტ რობერტ გრიუნერტი და დოქტორი ნინო პოპიაშვილი წაიკითხავენ დათო მაღრაძის ლექსებისა და პოემის გერმანულ თარგმანებს.

გერტ რობერტ გრიუნერტს, ქართული პოეზიის ანთოლოგიის გერმანულ ენაზე მთარგმნელსა და გამომცემელს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის უნივერსიტეტის მედალი გადაეცემა.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მუზეუმი.

« იხ. ყველა ანონსი