2019-06-20
სემინარი: "შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიური სკოლა ევროპულ სივრცეში"
20 ივნისს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეში ევროპის აკადემიის თბილისის ცენტრის ორგანიზებით სემინარი:
"შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიური სკოლა ევროპულ სივრცეში" გაიმართება.
მომხსენებლები:პროფ. ლევან გიგინეიშვილი - იოანე პეტრიწის პლატონური თეოლოგია და ინტელექტუალური ცხოვრება ბიზანტიაში.
პროფ. ბენედეკ ზიგმუნდი - ქართველოლოგიის საერთაშორისო მნიშვნელობა.
წამყვანი: პროფ. დავით ფრანგიშვილი.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ 1 კორპუსი, N 115 აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი