2016-10-20

საერთაშორისო კონფერენცია „საფრთხეში მყოფი ენები“

20 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „საფრთხეში მყოფი ენები“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ლინგვისტთა მუდმივმოქმედი საერთაშორისო კომიტეტი,  გიორგი ახვლედიანის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონფერენციაში ქართველ ენათმეცნიერებთან ერთად მონაწილეობს ოცდაათზე მეტი ამ პრობლემატიკით დაინტერესებული  უცხოელი მკვლევარი. კავკასიის რეგიონში გავრცელებულ  საფრთხეში მყოფ ენათა გარდა კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები შეეხება ინდოეთში, ამაზონიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში, იტალიასა და ფინეთში გავრცელებულ საფრთხეში მყოფ ენებს, ამას გარდა, აფრიკისა ამერიკის ინდიელთა ენების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კონფერენცია გაგრძელდება 24 ოქტომბრის ჩათვლით.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 212-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი