2010-11-30

საქველმოქმედო კონცერტი თსუ-ში

30 ნოემბერს, 18.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქველმოქმედო ფოლკლორული კონცერტი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ქალთა ფოლკლორული ანსამბლი "თსუ გორდელა",  ვაჟთა ანსამბლი "უნივერსიტეტი" ასევე სხვა ფოლკლორული ჯგუფები. გაიმართება სიმღერის პრემიერა _ ბავშვთა ფედერაციასთან არსებული ანსამბლი "დიოსკურია" შეასრულებს გოდერძი ჩოხელის ლექსზე დაწერილ ახალ სიმღერას. კონცერტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება მახათას მთაზე მშენებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ფონდში. ბილეთის ფასი სიმბოლურია _ 1 ლარი.

მისამართი: თსუ-ის მერვე კორპუსი, მეოთხე სართული, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი