2010-03-03

პატრიცია ფლორი სტუმრად სახელმწიფო უნივერსიტეტში

        ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ეწვევა. 5 მარტს 10:30 საათზე დოქტორი პატრიცია ფლორი, საქართველოში ელჩის უფლებამოსილების ამოწურვამდე, კიდევ ერთხელ ესტუმრება უნივერსიტეტს და წაიკითხავს ლექციას თემაზე: “20 წელი გერმანიის გაერთიანებიდან – გერმანია 1990 წელს და დღეს”. ლექციის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გაიმართება დისკუსია.

       მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.





თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი