2011-04-26

კიევ-მოჰილას აკადემიის დოქტორის, ოლენა ბოგდანოვას საჯარო ლექცია თემაზე: რელიგიური ტრანსფორმაციები უკრაინაში და მათ შესაძლო შედეგები ჩვენს მომავალზე

პრეს-რელიზი

დრ. ოლენა ბოგდანოვას საჯარო ლექცია

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებული საჯარო ლექციების ციკლის გაზაფხულის სესიის ფარგლებში 26 აპრილს 17.00 სთ-ზე თსუ-ს მეორე კორპუსში (IV სართული, აუდიტორია №402) შედგება კიევ-მოჰილას აკადემიის დოქტორის, ოლენა ბოგდანოვას საჯარო ლექცია თემაზე:

რელიგიური ტრანსფორმაციები უკრაინაში და მათ შესაძლო შედეგები ჩვენს მომავალზე

ლექციაზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის. სამუშაო ენა - ინგლისური

დრ. ოლენა ბოგდანოვა არის კიევ-მოჰილას აკადემიის ეროვნული უნივერსიტეტის სოციოლოოგიის დეპარტამენტიის ასოცირებული პროფესორი. მან  სოციოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო 2007 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა კიევის ტურიზმის, ეკონომიკისა და იურისპრუდენციის უნივერსიტეტში, უკრაინის პარლამენტში, „ამნესტი ინთერნეშენალის“ დიდი ბრიტანეთის განყოფილებაში.

საჯარო ლექციაზე წარმოდგენილ საკითხებში დრ. ბოგდანოვა  გამოხატავს მხოლოდ საკუთარ სამეცნიერო ხედვას. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

GEO; ENG.
« იხ. ყველა ანონსი