2012-09-26

შუა საუკუნეების ლიტერატურული პროცესები. საქართველო, ევროპა, აზია

26 სექტემბერს, 11.00 საათზე თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი  ატარებს  "ვეფხისტყაოსნის" პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავისადმი მიძღვნილ VI საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს "შუა საუკუნეების ლიტერატურული პროცესები. საქართველო, ევროპა, აზია."
საზეიმო გახსნის ცერემონია და პლენარული სხდომა გაიმართება სასტუმრო "შერატონ-მეტეხი პალასის" საკონფერენციო დარბაზში, 26 სექტემბერს, დილის 11. 00 საათზე. (თელავის ქ. #20).
27—28 სექტემბერს, 11.00 საათიდან 18.00 საათამდე, სიმპოზიუმის სექციების მუშაობა გაგრძელდება შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (მ. კოსტავას ქ. #5). სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს 20 სექცია, რომლებიც შემდეგ თემატიკას მიეძღვნება:

•    შოთა რუსთაველი და მისი პოემა;
•    შუა საუკუნეების ლიტერატურა და თანამედროვე სალიტერატურო პროცესი;
•    შუა საუკუნეების ლიტერატურული ტრადიცია. აღმოსავლეთი და დასავლეთი;
•    შუა საუკუნეები: ეპოქა და კულტურული ტენდენციები;
•    შუა საუკუნეების ლიტერატურული ჟანრები;
•    შუა საუკუნეების სასულიერო ლიტერატურა.

მოეწყობა მრგვალი მაგიდა თემაზე: "ვეფხისტყაოსნის" თარგმანები.
სიმპოზიუმში მონაწილეობს 124 მეცნიერი, მათ შორის, _ 52 უცხოელი.
29 სექტემბერს სიმპოზიუმის  ქართველი და უცხოელი სტუმრებისათვის დაგეგმილია ექსკურსია ვარძიაში.


« იხ. ყველა ანონსი