2018-05-10
საჯარო ლექცია „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“
10 მაისს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით საჯარო ლექცია - "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში" გაიმართება, რომელსაც გაუძღვება მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ქეით ფიერონი.
ღონისძიება ეძღვნება თსუ-ის 100 წლის იუბილესა და ევროპის დღეებს.
სამუშაო ენა: ინგლისური
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა INOTLES ტემპუსის პროექტის ფარგლებში გამოცემული პუბლიკაციებისა და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორენოვანი ქართული ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციას, რის შემდეგაც ქეით ფიერონი სერტიფიკატებს გადასცემს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურის მე-9 ნაკადის კურსდამთავრებულებს.
ქეით ფიერონი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის/შტაბის უფროსის პოზიციას იკავებს 2018 წლის 3 აპრილიდან. მანამდე ის იყო ბრიუსელში ყველა სამოქალაქო მისიისთვის ოპერაციათა მთავარ შტაბში სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის დირექტორის და სამოქალაქო ოპერაციათა მეთაურის სპეციალური მრჩეველი და კოსოვოში კანონის უზენესობის ევროკავშირის მისიის (EULEX) ხელმძღვანელის სპეციალური მრჩეველი. ქეით ფიერონი სუდანსა და ავღანეთში მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველის პოზიციებს იკავებდა. ის ასევე იყო კოსოვოში საერთაშრისო სამოქალაქო წარმომადგენლობის მიტროვიცას ოფისის ხელმძღვანელი, ასევე ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის პოლიტიკური პარტიის პროგრამის დირექტორი და უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის პოლიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილე. 1996 წელს იყო ჩრდილოეთ ირლანდიის ქალთა კოალიციის თანადამფუძნებელი და ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, შემდეგ კი იყო ჩრდილოეთ ირლანდიის პირველ ასამბლეაში ჩრდილოეთ ირლანდიის ქალთა კოალიციის შტაბის უფროსი.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, თქვენი სახელი და გვარი გაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:info.ies@tsu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „საჯარო ლექცია“.
მისამართი: თსუ II კორპუსი, IV სართული, აუდიტორია 406 , თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი
« იხ. ყველა ანონსი