2012-03-23
ქართული ენის, კულტურის და საზოგადოების კათედრის გახსნა ლაიდენის უნივერსიტეტში
23 მარტს ლაიდენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტში ქართული ენის, კულტურის და საზოგადოების კათედრა გაიხსნება. კათედრის გახსნა ლაიდენის უნივერსიტეტის სტუდენტებში, პროფესორ-მასწავლებლებში და, ასევე, ნიდერლანდების სამთავრობო და ბიზნესწრეებში საქართველოს შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავებას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
კათედრის გახსნას ლაიდენისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა ე. რულოვსი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია დაესწრებიან. ლაიდენის უნივერსიტეტში ქართული ლინგვისტიკის, კულტურის, რელიგიის, ისტორიის, პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში ლექციებს თსუ-ის პროფესორებთან ერთად და სხვა ქართველი მეცნიერებიც წაიკითხავენ. პირველი პროფესორობის კანდიდატს 23 მარტს თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი წარადგენს.
ლაიდენში ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 22 მარტიდან 24 მარტამდე გაგრძელდება.
« იხ. ყველა ანონსი