2014-04-10

„9 აპრილი კინოდოკუმენტალისტის თვალით“

10 აპრილს, 16:00 საათზე   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა საპატივცემულოდ მიძღვნილი ღონისძიება  „9 აპრილი კინოდოკუმენტალისტის თვალით“ გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ღონისძიებაზე მოწვეულია კინორეჟისორი და ოპერატორი გიორგი ხაინდრავა.

შეხვედრაზე გიორგი ხაინდრავა გაიხსენებს 9 აპრილის მოვლენებს და უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს. გაიმართება მცირე დისკუსია. გამოიფინება უნივერსიტეტის ბიბილიოთეკაში დაცული პერიოდული მასალა, რომელშიც ასახულია 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები.

მისამართი: . ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ 1 კორპუსი, ბიბილიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დაბრაზი
« იხ. ყველა ანონსი