სტივენ ჯონსის წიგნის „საქართველო - პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“
სტივენ ჯონსის 2012 წელს გამოცემული წიგნი „საქართველო - პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომი პოლიტიკური ისტორიის ძალზედ საინტერესო, სინთეზური ანალიზია, რომელშიც გამოყენებულია ადგილობრივი და საერთაშორისო რესურსები, ასზე მეტი პირადი ინტერვიუ მინისტრებთან, პრეზიდენტებთან, ელჩებთან, ქვეყნის მართვისა და განვითარების პროცესებში მონაწილე წამყვან პოლიტიკურ პირებთან. წიგნი მოიცავს ბოლო 20 წლის მანძილზე ქვეყანაში მიმდინარე სამუშაო პოლიტიკური პროცესების, ამომრჩეველთა ქცევის, სახალხო მოძრაობებისა და სოციალური ორგანიზაციების შესახებ ე.წ. bottom-up (ქვემოდან ზემოთ) ანალიზს. ნაშრომში სიღრმისეული და მრავალმხრივი შეფასებაა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებისა, რაც, თავის მხრივ, მეტად მიმზიდველს ხდის მას, როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისათვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვისაც. შეიძლება ითქვას, რომ, ეს პირველი წიგნია, რომელიც ახდენს პოსტ საბჭოთა საქართველოს, როგორც ქვეყნის განვითარების რეფლექსიას, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს მას თანამედროვე განვითარების, პოლიტიკის შეფასებისა და სამომავლო განჭვრეტისათვის.
წიგნის ქართული გამოცემა დაეხმარება ფართო საზოგადოებას, რათა მან მიუკერძოებლად შეხედოს ქვეყანაში დამოუკიდებლობის წლებში მიდინარე პროცესებს, გაეცნოს ობიექტურ მონაცემებზე დაფუძნებულ კვლევასა და არსებული სიტუაციის მრავალასპექტიან განხილვას.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია