2015-12-28
ჯიბრან ხალილ ჯიბრანისა და ამინ არ-რეიჰანის მცირე პროზისა და ესეისტიკის ქართული თარგმანების პრეზენტაცია
28 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ჯიბრან ხალილ ჯიბრანისა და
ამინ არ-რეიჰანის მცირე პროზისა და ესეისტიკის ქართული თარგმანების პრეზენტაცია გაიმართება.
გამომცემლობა „ ქართული აკადემიური წიგნის“ მიერ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2015 წელს მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში გამოცემულ წინამდებარე კრებულში თავმოყრილი მცირე პროზისა და ესეისტიკის ნიმუშები სირიულ-ამერიკული ლიტერატურულ-ფილოსოფიური სკოლის (მაჰჯარის) ორი გამორჩეული ლიდერის – ამინ არ-რეიჰანისა (1876-1940) და ჯიბრან ხალილ ჯიბრანის (1883-1931) არაბულენოვანი მემკვიდრეობიდან არის შერჩეული. ჯიბრანისა და რეიჰანის აღიარება არა მხოლოდ ლიბანში და მათ არაბულ სამშობლოში, არამედ ამერიკაშიც მოხდა, მათი სახელები შესულია ამერიკულ ენციკლოპედიებში, ხოლო თხზულებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.
კრებულში შესული ქართული თარგმანები შესრულებულია არაბისტ მთარგმნელთა ჯგუფის ( დარეჯან გარდავაძე, ნინო დოლიძე, იზოლდა გრძელიძე, ინგა ზურაბიშვილი, ნინო სურმავა) მიერ და მიზნად ისახავს აღნიშნული მწერლების პოპულარიზაციასა და ქართველი მკითხველისათვის გაცნობას.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ: მაია ღამბაშიძე, დარეჯან გარდავაძე, იზოლდა გრძელიძე, ნინო სურმავა, ნინო დოლიძე, ინგა ზურაბიშვილი, ირინე ჭოღოშვილი, გიორგი ლობჟანიძე და სხვები.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი