2013-06-28

„გატეხილი მდინარე“ - წიგნის პრეზენტაცია თსუ-ში

28 ივნისს, 18:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შალვა კიკალიშვილის სადებიუტო რომანის “გატეხილი მდინარე” პრეზენტაცია გაიმართება. წიგნში მოთხრობილია მეორე ნახევრის ძიებისათვის მოხეტიალე სულის ისტორია სხვადასხვა დროსა და ეპოქაში. წიგნი დაბეჭდილია გამომცემლობა ქართული აკადემიური წიგნის მიერ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი