2018-05-01

წიგნის ,,მოდერნიზმი და ქართული ლიტერატურა“ პრეზენტაცია

1 მაისს, 18;00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თამარ პაიჭაძის წიგნის ,,მოდერნიზმი და ქართული ლიტერატურა“ პრეზენტაცია გაიმართება. მონოგრაფიაში ასახულია მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ლიტერატურის ისტორიის ერთი მონაკვეთი - მოდერნისტული ეტაპი.

ნაშრომის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს: სტუდენტები, ლიტერატურის მკვლევრები და ზოგადად, მეოცე საუკუნის ლიტერატურული პროცესებით დაინტერესებული პირები.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი, ფოიე.

« იხ. ყველა ანონსი