2017-10-17

გამოფენა - „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევა“

17 ოქტომბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევა“ ფარგლებში გამოფენა გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა. (ბუჯას ხეობა, გუნდაეთის კარსტული რელიეფი, თვალუეთის ჩანჩქერი, საჩქეფიას ჩანჩქერი, კოტიასკლდის მღვიმე, კაცხის სვეტი, მანდაეთის მღვიმე, მდ. იმერეთის ფრონე, მდ. საძალიხევის ხეობა სვერთან, საქაჯკარის მღვიმე, ქვაბთაკარი მდ. ღვითორულას ხეობაში, სოფ. ხრეითი და შემორევა, ციხისწყლის კანიონი, ძუძანსას მღვიმე, ხრეითის ქვაყუნტია და სხვა.)

პროექტი „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევა“ თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა. 6 თვის განმავლობაში სამივე საფეხურის სტუდენტები აქტიურ კვლევას ატარებდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რის შედეგადაც გამოიკვეთა ტურისტულად საინტერესო ობიექტები.

პროექტის ხელმძღვანელია - დოქტორანტი ლიანა ხანდოლიშვილი. პროექტის წევრები: მაგისტრი ზურა რიკაძე, ბაკალავრიატის სტუდენტები: სალომე თაბაგარი, მარიამ ჯაფოშვილი, ვალერი ქამხაძე. პროექტის რეკომენდატორი: ასისტ. პროფ. გიორგი დვალაშვილი.

გამოფენა 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი



« იხ. ყველა ანონსი