2019-03-21

ჯემალ აჯიაშვილი - 75

21 მარტს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამეცნიერო კონფერენციით დაიწყება. 15.00 საათზე, გაიხსნება გამოფენა (თსუ პირველი კოპრუსი, მე-3 სართული, საგამოფენო დარბაზი), 16.00 საათზე კი გაიმართება მოგონებების საღამო.
ღონისძიებათა ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი