2015-05-28
ისმო-ს გენერალურ დირექტორს ფრენსის გარს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება
28 მაისს, 12:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალურ დირექტორს ფრენსის გარს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე, ისმო-ს წარმომადგენლები, უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები დაესწრებიან.
საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შემდგომ ისმო-ს გენერალური დირექტორი ფრენსის გარი თსუ სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის წაიკითხავს საჯაროო ლექციას თემაზე „ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და მისი მნიშვნელობა თანამედროვე ეკონომიკაში“.
ისმო-ს გენერალური დირექტორი ფრენსის გარი საქართველოში ვიზიტის დროს ხელს მოაწერს საქართველოს მთავრობასა და ისმო-ს შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება და მისი დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ ფარგლებში. მემორანდუმი ისმო-სა და საქართველოს შორის კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ადმინისტრირებისა და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესება, საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარება, ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიის შემუშავება, საინოვაციო საქმიანობის ხელშეწყობა და ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო დაწესებულების დაფუძნება.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (ისმო) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზირებული უწყება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში, რომელიც აერთიანებს 188 წევრ სახელმწიფოს. საქართველო ისმო-ს წევრია 1991 წლიდან.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი