2012-12-27

სამართლებრივი გამოცემების პრეზენტაცია

27 დეკემბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამართლებრივი გამოცემების პრეზენტაცია.
  • თანამედროვე საკონსტიტუციო სამართალი, წიგნი I, გ. კვერენჩხილაძისა და დ. გეგენავას რედაქტორობით (დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი გამოცემა – სტატიათა კრებული, ავტორები: გ. კვერენჩხილაძე, ლ. გიორგაძე, დ. გეგენავა, ლ. ცანავა, თ. კოპალეიშვილი, ქ. მესხიშვილი, თ. ასათიანი, თ. პაპაშვილი, გ. დავითური)
  • საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში: სამართალწარმოების ძირითადი სისტემური პრობლემები (დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის გამოცემა, ავტორი: დ. გეგენავა)
პრეზენტაციაზე დარიგდება წიგნები.
დასწრება თავისუფალია

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №3, თსუ II კორპუსი, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი