2018-06-08

ლევან სილაგაძის ნახატების გამოფენა

8 ივნისს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, მხატვარ ლევან სილაგაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 90-მდე ფერწერული ტილო და ესკიზები პროექტისთვის „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია.“

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მე-3 სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი