2016-12-06

შეხვედრა ანა კორძაია-სამადაშვილთან

6 დეკემბერს 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მწერალი და მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი ლექციას წაიკითხავს.

შეხვედრაზე მწერალი ისაუბრებს  მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილი სამი მწერალი ქალის: ელის მანროს (Alice Munro), ასტრიდ ლინდგრენის (Astrid Lindgren) და სელმა ლაგერლოფის (Selma Lagerlöf) შემოქმედებაზე.

შეხვედრა თსუ ბიბლიოთეკის ზამთრის საჯარო ლექციების ციკლის ,,ქალი მწერლები მსოფლიო ლიტერატურაში’’ ფარგლებში გაიმართება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი




« იხ. ყველა ანონსი