2015-11-10

მწერალი ნაირა გელაშვილი უნივერსიტეტში: საუბრები ლიტერატურაზე და არა მარტო...

10 ნოემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ღონისძიება  ,,მწერალი ნაირა გელაშვილი უნივერსიტეტში: საუბრები ლიტერატურაზე და არა მარტო...’’

შეხვედრაზე საუბარი იქნება ცნობილი მწერლისა და პუბლიცისტის, მთარგმნელის ნაირა გელაშვილის შემოქმედების შესახებ, განხილული იქნება ის პრობლემები, რომელთა შესახებ მწერალი ყოველთვის აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას.

აღსანიშნავია, რომ ნაირა გელაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავადაც ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას უნივერსიტეტში.
მწერალი უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცემს მისი ავტორობით გამოცემულ წიგნებს, ასევე „კავკასიური სახლის“ ეგიდით მომზადებულ ლიტერატურას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი