2017-10-05

საქართველოს ქირურგთა 1 საერთაშორისო კლინიკური კონგრესი - „ქირურგიის ახალი ჰორიზონტები“

5 ოქტომბერს, 18:00–21:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს ქირურგთა 1 საერთაშორისო კლინიკური კონგრესის „ქირურგიის ახალი ჰორიზონტები“ გახსნის ცერემონია. კონგრესის ორგანიზატორია საქართველოს  გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება და საქართველოს ექიმთა ასოციაცია . საქართველოს ქირურგთა 1 საერთაშორისო კლინიკური კონგრესი, რომელშიც ქართველ ქირურგებთან ერთად  მონაწილეობს 12 ქვეყნის წამყვანი უცხოელი სპეციალისტი, ნამდვილად ყველა თვალსაზრისით დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენაა  სამედიცინო საზოგადოების ცხოვრებაში, ვინაიდან ეს არის შესანიშნავი საშუალება ქირურგებისთვის, რეზიდენტებისთვის და სტუდენტებისთვის ახალი ნოვაციების გაგებისა და საკუთარი ცოდნის და  კვალიფიკაციის  ამაღლებისთვის. 

კონგრესის თემატიკა: ზოგადი ქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, პლასტიკური & რეკონსტრუქციული ქირურგია, თავი & კისრის ქირურგია, ქირურგიული ონკოლოგია, ტრანსპლანტაცია, ინტერვენციული რადიოლოგია.

კონგრესის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური

კონგრესში მონაწილეობისათვის დელეგატებს გადაეცემათ 15 CME კრედიტი და სერტიფიკატი.

კონგრესის პრეზიდენტია საქართველოს გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე: პროფესორი მერაბ კილაძე და კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე პროფესორი გია ლობჟანიძე

6-7 ოქტომბერს, 9:00-18:00 საათზე, კონგრესის ფარგლებში გაიმართება პლენარული სხდომები   “Tbilisi Marriott Hotel” - ში.

მისამართი: თსუ, ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, I კორპუსი, სააქტო დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი