2012-12-25

თსუ საველე ექსპედიციების ანგარიში

25 დეკემბერს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა საველე ექსპედიციების ანგარიში და არტეფაქტების გამოფენა გაიმართება.
სვანეთის,ლაზიკის, მელიღელეს, გრაკლიანი გორის, ბერთაყანის, დოღლაურის, ხოვლე გორის, ტაო-კლარჯეთისა და გუდამაყრის ექსპედიციების შესახებ ექსპედიციის ხელმძღვნელები წაიკითხავენ მოხსენებებს.
2007 წლიდან თსუ-ში 50-ზე მეტი საველე ექსპედიცია განხორციელდა არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, ფოლკლორის, ლინგვისტიკის მიმართულებით. ყოველი წლის ბოლოს ეწყობა საველე ექსპედიციების ანგარიში.
ღონისძიება 26 დეკემბერს დასრულდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, №107 აუდიტორია (ჯავახიშვილის სახ. აუდიტორია)

« იხ. ყველა ანონსი