2015-09-07

საერთაშორისო კონფერენცია ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის შესახებ

7 სექტემბერს, 11.15 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის შესახებ.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ასევე ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები, ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი და საქართველოს სტატისტიკური ასოციაცია. ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ქართველი და უცხოელი მეცნიერები. კონფერენცია 11 სექტემბრამდე გასტანს

პროგრამა

მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №115


« იხ. ყველა ანონსი