2014-04-02

შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

2 აპრილს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ეწვევა. თსუ რექტორის მოადგილე ლევან ალექსიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი  სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ. მინისტრი სტუდენტებს ანტინარკოტიკულ კამპანიას გააცნობს, რომელიც ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ არის მიმართული. მინისტრი ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხებს.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი