2011-05-19

მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი ასად ალამი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: უთანასწორობა–რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

თარიღი: 19 მაისი, ხუთშაბათი, 14:00 საათი,
თსუ მაღლივი კორპუსი, უდიტორია: 206





ასად ალამი

რეგიონული დირექტორი

სამხრეთ კავკასიის რეგიონული განყოფილება
ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი

მსოფლიო ბანკი








ბატონ ასად ალამს მინიჭებული აქვს ქ. ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის ხარისხი და ფლობს ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის სკოლის ბაკალავრის ხარისხს.


1993 წელს, ბატონმა ასადმა მსოფლიო ბანკის ჯგუფში დაიწყო მუშაობა ახალგაზრდა სპეციალისტად. იგი, სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა რეგიონებში მუშაობდა: ლათინური ამერიკა, აღმოსავლეთ აზია, აფრიკა, ევროპა და ცენტრალური აზია. 2009 წლის იანვრიდან ბატონი ასადი დაინიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორად სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში – ოფისით თბილისში.  

ბატონი ასადისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს  ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და განვითარების საკითხები. მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა სიღარიბე, ვაჭრობა, პროდუქტიულობა, უთანასწორობა და ფისკალური საკითხები. მისი თანაავტორობით შექმნილი მსოფლიო ბანკის ბოლო პუბლიკაციებია: 2008 წელს  ‘პროდუქტიულობის ამაღლება აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში’  და 2005 წელს  ‘ეკონომიკური ზრდა, სიღარიბე და უთანასწორობა აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში’.
« იხ. ყველა ანონსი