2020-01-10

ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა თსუ-ში

10 იანვარს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ცნობილი მეცნიერის, მსოფლიოში სახელგანთქმული ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე მოეწყობა ფიზიოლოგთა საზოგადოების სხდომა  - ,,ბერიტაშვილის კითხვანი“, რომელიც თსუ-ში ტრადიციულად ივანე ბერიტაშვილის დაბადების დღეს იმართება. სხდომას გაუძღვება  საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი გურამ ბექაია, რომელიც ივანე ბერიტაშვილის მოწაფეა. 
ღონისძიებას დაესწრებიან თსუ-ის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ნოდარ მითაგვარია და მეცნიერებათა აკადემიის სხვა წევრები, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი, საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების წარმომადგენლები, ივანე ბერიტაშვილის შვილიშვილი დავით ბერიტაშვილი, თსუ-ის პროფესორები და სტუდენტები.

 მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.  

« იხ. ყველა ანონსი