პრეზენტაცია თემაზე ,,Sci Finder - შერჩევა ქიმიური კვლევებისათვის
18 ნოემბერს, 15:00- ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში Sci Finder- ის წარმომადგენელი ამიერკავკასიის ქვეყნებში , ტეტიანა ქრისტოვა, გამართავს პრეზენტაციას თემაზე Sci Finder - შერჩევა ქიმიური კვლევებისათვის. პრეზენტაციის პრაქტიკულ ნაწილში მსმენელს საშუალება ექნება იხილოს თუ როგორ მუშაობს Sci Finder . აღნიშნული პროგრამის გამოყენება განსაკუთრებით საინტერესოა ქიმიისა და მედიცინის დარგში მომუშავე მეცნიერთათვის.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია