2013-03-12

გრიგოლ კიკნაძისა და გივი გაჩეჩილაძის სახელობის პრემიებით დაჯილდოება

12 მარტს, 16.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA) გრიგოლ კიკნაძისა და გივი გაჩეჩილაძის სახელობის პრემიებით 2012 წლის ნომინანტებს დააჯილდოებს.
კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია  და თსუ საქართველოს  უნივერსიტეტებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სხვა დაწესებულებებში მომუშავე  მეცნიერებს თვალსაჩინო ნაშრომისათვის ლიტერატურისმცოდნეობის სფეროში და ამავე დარგში შესრულებული საუკეთესო სამეცნიერო თარგმანისათვის   პროფესორ გრიგოლ კიკნაძისა და პროფესორ გივი გაჩეჩილაძის  სახელობის სამეცნიერო პრემიებს ანიჭებს. პრემია ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა.
„გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემია“ გაიცემა ორ ნომინაციაში: სამეცნიერო მონოგრაფია და სამეცნიერო სტატია.  „გივი გაჩეჩილაძის სახელობის პრემია“  გაიცემა   ორ ნომინაციაში: სამეცნიერო თარგმანი  ქართულიდან უცხო ენაზე და სამეცნიერო თარგმანი უცხო ენიდან ქართულ ენაზე.
წელს სპეციალური პრემია, კონკურსის გარეშე, გაიცემა ლიტერატურისმცოდნეობითი თარგმანის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
მისამართი; ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი,
სააქტო დარბაზი



« იხ. ყველა ანონსი