2013-03-04
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას“ შორის
4 მარტს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ხელშეკრულება თსუ სტუდენტების პროფესიულ და საგანმანათლებლო საქმიანობას შეუწყობს ხელს.
მემორანდუმის თანახმად თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურიდან შერჩეული სტუდენტები ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“, როგორც საინფორმაციო, ასევე სხვა განყოფილებებში პრაქტიკულ მეცადინეობებს, ერთთვიან სტაჟირების კრედიტ-კურსს გაივლიან.
თსუ ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან“ შეთანხმებით სტაჟიორთა შერჩევის და კრედიტის მინიჭების პირობებს დაადგენს და სტაჟირების კრედიტ-კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სასწავლო გეგმის ფარგლებში სასწავლო კრედიტს გასცემს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი
« იხ. ყველა ანონსი