2014-10-27

მემორანდუმი თსუ-სა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის

27 ოქტომბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მოაწერენ.

მემორანდუმის მიზანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ცოდნის ამაღლების მიზნით; მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება  სტუდენტთა პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისთვის.

მისამართი:  ი.ჭავჭავაძის 1, თსუ  I კორპუსი, აუდიტორია #107 (ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია)

« იხ. ყველა ანონსი