2013-03-26

არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 115 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში

26 მარტს, 15:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 115 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. წარმოდგენილი იქნება აკადემოკოს არნოლდ ჩიქობავას პირად არქივში დაცული წერილები, ფოტოები, ხელნაწერები და წიგნები. ასევე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი არნოლდ ჩიქობავას შესახებ. ამავე დღეს დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში არნოლდ ჩიქობავას სახელობის აუდიტორიის გახსნა.
იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების ფუძემდებლის, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელს უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული და კავკასიური ენათმეცნიერების ძლიერი სამეცნიერო სკოლის დაფუძნება. იგი იყო თსუ-ს პირველი დოქტორი და ქართული ენათმეცნიერული აზრის თეორეტიკოსი. არნოლდ ჩიქობავა არა მხოლოდ ენათმეცნიერი, არამედ საზოგადო მოღვაწე, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კავკასიოლოგთა აღმზრდელი იყო. 

მისამართი:  ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, მე-3 სართული, საგამოფენო დარბაზი; ფილმის ჩვენება - მე-3 სართული, აუდიტორია №307

« იხ. ყველა ანონსი