2012-05-29

ფაჰრეთინ ჩილოღლუს (ფარნა ჭილაძის) წიგნის პრეზენტაცია

29 მაისს, 19 საათზე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზში გაიმართება ფაჰრეთინ ჩილოღლუს (ფარნა ჭილაძის) წიგნის „სანამ თოვს“ პრეზენტაცია.
ფაჰრეთინ ჩილოღლუ თურქი ქართველია, მწერალი, მკვლევარი და მთარგმნელი. მისი ქართული ფსევდონიმია ფარნა ჭილაძე. სწორედ ამ ფსევდონიმით გამოვიდა მისი მოთხრობების უკვე მეორე კრებული „სანამ თოვს“. წიგნი გამომცემლობა არტანუჯში დაისტამბა. ქართულ ენაზე გამოსული მოთხრობების პირველი კრებული იყო „სასაზღვრო ფიქრები“, რომელიც 2006 წელს, ასევე არტანუჯმა გამოსცა.

მის.: ი.ჭავჭავაძის 1, თსუ პირველი კორპუსი, თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი