2019-05-23

წიგნის "მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის დოგმატური სხვაობანი" პრეზენტაცია

23 მაისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართება თსუ დოქტორანტ, ფილოსოფიის მაგისტრის ფიქრია ვარდოსანიძის წიგნის "მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის დოგმატური სხვაობანი" პრეზენტაცია. 

წიგნში განხილულია არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესს იწვევს. "მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის დოგმატური სხვაობანი" რელიგიური და ფილოსოფიური თემებით დაინტერესებული პირებისთვისაა განკუთვნილი.

მისამართი:ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი