2016-12-01

გამოყენებითი ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიის პროგრამების ინდუსტიულ პარტნიორებთან წლიური საანგარიშო შეხვედრა

1 დეკემბერს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგში მოღვაწე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. ღონისძიების მიზანია საქართველოში ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიების დარგის განვითარების ხელშეწყობა, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და თანამედროვე, ინოვაციური სასწავლო პროგრამების განხორციელება დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით, მათ შორის კვების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და აგრობიოტექნოლოგიების მიმართულებით.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მემორანდუმის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N1. თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი