2017-12-12

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით  ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილეს ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება:

12-13 დეკემბერს ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „ილია ჭავჭავაძე - 180“. სიმპოზიუმში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და კვლევითი ცენტრიდან, გერმანიის, თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო ცენტრებიდან.
სიმპოზიუმის გახსნა: 12 დეკემბერი, 11:00 საათი, სააქტო დარბაზის ფოიე.

12 დეკემბერს, 16:00 საათზე თსუ ბიბლიოთეკაში, მარო მაყაშვილის დარბაზში გამოფენა ,,ჩემო კალამო - ილია ჭავჭავაძის შემოქმედება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში’’გაიხსნება. .

14-16 დეკემბერს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „ილია ჭავჭავაძე - 180“ გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობს 60-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ილია ჭავჭავაძის შემოქმედების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

14 დეკემბერს სტუდენტური ღონისძიება „ვკითხულობთ ილიას“ გაიმართება, სადაც სტუდენტები წაიკითხავენ ილია ჭავჭავაძის პროზაულ, პოეტურ და პუბლიცისტურ ნაშრომებს.

14 დეკემბერს ჩატარდება სტუდენტური ესეების კონკურსის „ილია და საქართველო“ მონაწილეების დაჯილდოება.


« იხ. ყველა ანონსი