2017-12-26

მონოგრფიის „ქუეყანა ანისისა. ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი“ პრეზენტაცია

26 დეკემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება დოქტორ გიორგი ჭეიშვილის მონოგრფიის „ქუეყანა ანისისა. ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი“ (გამომცემლობა "არტანუჯი" სერია: საქართველო-სომხეთი 2, თბილისი, 2017, 182 გვ., რედაქტორი: აკად. დავით მუსხელიშვილი) პრეზენტაცია.

ნაშრომში პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში შესწავლილია ანისის ისტორიული გეოგრაფია, განხილულია მისი ადმინისტრაციული და ეკლესიური მოწყობა, აგრეთვე, ეთნიკური ვითარება საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. მსგავსი ნაშრომები ხელს უწყობს საქართველოს კავკასიური სახელმწიფოს ბუნებისა და არაქართულ ტერიტორიებზე ქართველთა მფლობელობის ხასიათის დადგენას.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1,თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი