2014-06-09

საზაფხულო სკოლა „თანამედროვე მიღწევები ბიოჩიპების ტექნოლოგიაში“

9 ივნისს, 11:00 საათზე თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის ბაზაზე საზაფხულო სკოლა „თანამედროვე მიღწევები ბიოჩიპების ტექნოლოგიაში“ გაიხსნება.

კურსი ჩატარდება პორტსმუტის უნივერსიტეტის ფარმაციისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებების სკოლის PhD სტუდენტების დატრეინინგების მიზნით.მოცემული მიმართულებით სამუშაოებს საფუძველი ჩაეყარა  1960 წელს აკადემიკოსი ე. ანდრონიკაშვილის ინიციატივით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში და მისივე თაოსნობით ჩამოყალიბდა ბიოფიზიკის განყოფილება.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში გათვალისწინებულია ბიოჩიპების ლაბორატორიის გაცნობა, დენდრიმერული მატრიქსის დამზადების სტრატეგიის  და კასეტური ჰიბრიდიზაციის ჩატარების ტექნოლოგიის შესწავლა.

ლექციების ციკლი მოიცავს:
1. თანამედროვე მიდგომები ბიოჩიპების ტექნოლოგიაში    (დოქტ.  ნელი  საპოჟნიკოვა, თსუ);
2. ბიოჩიპების მატრიქსების ქიმია (დოქტ. თამარ ქართველიშვილი, თსუ);
3. ბაქტერიების მეტაბოლიზმი და ბიოჩიპების დიზაინის სტრატეგია  (დოქტ. ნინო ასათიანი, თსუ)             

მისამართი:  თამარაშვილის ქ.6,  თსუ ე.ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინსტიტუტი

« იხ. ყველა ანონსი