2010-01-21

ოთარ ჩხეიძის სტიპენდია

25 იანვარს 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოთარ ჩხეიძის სახელობის  სტიპენდიატების დაჯილდოვება შედგება. 2009 წელს  ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდია სახელმწიფო უნივერსიტეტის სამმა სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო 2010 წლის სტიპენდია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის III სემესტრის მაგისტრანტ ანა ბაქანიძეს დაენიშნა. დაჯილდოვების ცერემონიალზე სპეციალური დიპლომები ოთხივე სტიპენდიატს გადაეცემა.
 
დაჯილდოვება შედგება:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.

« იხ. ყველა ანონსი