2012-06-06
საკანონმდებლო საქმიანობა და კონგრესის სამართლის ბიბლიოთეკის კვლევითი ინსტიტუტების გამოცდილება აშშ–ში
2012 წლის 6 ივნისს, 16:00 საათზე, თსუ I კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი (აუდიტორია #107)იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ აშშ-ის კონგრესის იურიდიული ბიბლიოთეკის გლობალური სამართლებრივი კვლევის ცენტრის დირექტორი, ბატონი პიტერ რუდიკი და ქალბატონი ქეროლაინ ფრედრიქსონი, პრეზიდენტი ამერიკის საკონსტიტუციო საზოგადოებისა სამართლისა და პოლიტიკისათვის; შეხვედრის თემაა „საკანონმდებლო საქმიანობა და კონგრესის იურიდიული ბიბლიოთეკის კვლევითი ინსტიტუტების გამოცდილება აშშ–ში“.
კონგრესის იურიდიული ბიბლიოთეკა აშშ–ის საკანონმდებლო ორგანოს, კონგრესის სტრუქტურული ერთეულია და იგი აქტიურად მონაწილეობს საკანონმდებლო პროცესში. კონგრესის იურიდიული ბიბლიოთეკა ძალზე მდიდარია სამართლებრივი ლიტერატურით მთელი მსოფლიოდან და ამდენად, მისი ინიციატივით მიმდინარეობს არაერთი კვლევითი პროექტი სამართლის სფეროში.
შეხვედრა საჯაროა და იგი წარიმართება ინგლისურ ენაზე.
« იხ. ყველა ანონსი