2016-11-29

შეხვედრა პოეტ გაგა ნახუცრიშვილთან

29 ნოემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა პოეტ გაგა ნახუცრიშვილთან.

გაგა ნახუცრიშვილი 2003 წლის ლიტერატურული პრემია „საბას" ლაურეატია და არის ავტორი არა ერთი პოეტური კრებულისა:"უაზრო მგზავრი", "სიმარტივე", "გამგზავრება და მოლოდინი" , "უცაბედად". ,,2013’’, ,,სტროფი’’ და ა.შ.

საღამოზე პოეტი წაიკითხავს ლექსებს, ისაუბრებს მის ბოლო წიგნზე - ,,სისულელის ტრაქტატი’’.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი