2014-05-03

გამოფენა „შექსპირის დადგმის ისტორია რუსთაველის თეატრში“

3 მაისს, 12.00 საათზე რუსთაველის თეატრში გაიხსნება გამოფენა „შექსპირის დადგმის ისტორია რუსთაველის თეატრში“.  ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შექსპირის შემწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და რუსთაველის თეატრი.

ექსპოზიციაზე გამოიფინება კოსტიუმები სპექტაკლებიდან. მათ შორის: აკაკი ხორავას კოსტიუმი („ოტელო“, 1937 წ.), გოგი-ალექსი მესხიშვილის და მირიან შველიძის მიერ შექმნილი კოსტუმები სპექტაკლებიდან „შობის მეთორმეტე ღამე“, „რიჩარდ III“, „ქარიშხალი“; წარმოდგენილი იქნება ესკიზები სპექტაკლებისა „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“. გამოიფინება რუსთაველის თეატრში დადგმული შექსპირის პიესების უნიკალური ფოტოები და პროგრამები; მათ შორის, რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ საზღვარგარეთ დადგმული სპექტაკლების ფოტოები და პროგრამები.

გამოფენა შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება. კონფერენციის ბოლოს შედგება შექსპირის „ქარიშხალის“ (რეჟ. რობერტ სტურუა) ვიდეოჩვენება.

კონფერენციაზე, რომელიც 1 მაისს დაიწყო, ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა წაიკითხეს საინტერესო მოხსენებები შექსპირის კვლევებთან დაკავშირებით.

მისამართი: რუსთაველის გამზ. 17, რუსთაველის თეატრი

« იხ. ყველა ანონსი