2014-12-26
გამოფენა „საქართველოს მინერალები და სამშენებლო ქვები“
26 დეკემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერ და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყობა გამოფენა „საქართველოს მინერალები და სამშენებლო ქვები“. გამოფენას დაესწრებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებლი მადნეული და არამადნეული საბადოებიდან მოპოვებული მინერალების კოლექციები, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები; გამოფენის მიზანია მათი ფართო საზოგადოებისათვის წარმოჩენა, რომელთაც გარდა ესთეტიკური და პრაქტიკულ გამოყ-ენებითი ფასეულობებისა საგამანათლებლო დატვირთვაც გააჩნია.
ექსპოზიციაზე გამოფენილი მინერალთა კოლექციები წარმოადგენს ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის მინერალურ-რესურსული ფონდის ზოგიერთი ეკონომიკური ტიპის გავრცელებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების სფეროების შესახებ. კერძოდ, მინერალთა ცალკეულ ჯგუფებს, როგორც აუცილებელ ნედლეულს შავი და ფერადი მეტალურგიის, მედიცინის, კვების, ქიმიური და კერამიკული მრეწველობის განვითარებისათვის; გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ქანთა განსხვავებული გენეტური ჯგუფებიდან დამზადებული მოსაპირკეთებელი და სამშენებლი ქვები. დამთვალიერებელს კონსულტაციას გაუწევენ თსუ გეოლოგიის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი, მაგისტრანტები და დოქტორანტები.
მინერალების კოლექციების გამოფენა ეწყობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპლიტის, უწმიმნდესისა და უნეტარესის ილია II-ის ინციატივით.
გამოფენა 29 დეკემბრამდე გასტანს.
მისამართი: ელიას მთა, წმ.სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული
« იხ. ყველა ანონსი