2018-03-21

თსუ ნორჩ გეოგრაფთა სკოლა ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის წევრებს უმასპინძლებს

21 მარტს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნორჩ გეოგრაფთა სკოლა აგარის სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის წევრებს უმასპინძლებს. სხვადასხვა ეკოლოგიურ პრობლემაზე მომუშავე, მათ შორის, ფაროსანასთან მებრძოლი ახალგაზრდა მკვლევრები თანატოლებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
 
დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა (მეორე სართული)



« იხ. ყველა ანონსი