2013-11-27

კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პრეზენტაცია

27 ნოემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტი ბოლო წლებში გაწეული საქმიანობის პრეზენტაციას გამართავს.

წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ინსტიტუტის თანამშრომლების სასწავლო და კვლევითი საქმიანობის შესახებ, კერძოდ:
  • სამივე საფეხურის სასწავლო პროგრამები, კურსდამთავრებულთა საქმიანობა;
  • მიმდინარე ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტები;
  • სტუდენტთა მონაწილეობა გაცვლით  და სხვა პროგრამებში;
  • საერთაშორისო კონფერენციები და შეხვედრები;
  • გაცვლითი ლექციები;
  • ინსტიტუტის გამოცემები;
  • ინსტიტუტის ვებგვერდი და ელექტრონული სასწავლო მასალის გვერდი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №212

« იხ. ყველა ანონსი