2014-03-27

წიგნის „კარი გამიღე“ პრეზენტაცია

27 მარტს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება წიგნის „კარი გამიღე“ პრეზენტაცია. ავტორები არიან: ლაშა ბუღაძე; დავით გაბუნია; ერეკლე დიასამიძე; ანა კორძაია-სამადაშვილი; გიო მგელაძე; აკა მორჩილაძე; ანინა  ტეფნაძე; დათო ტურაშვილი; ალექს ჩიღვინაძე.

წიგნი ეხება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს და მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირების საკითხებს.

სამინისტროს პრიორიტეტია ამ მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება რასაც ხელს შეუწყობს აღნიშნული თანამედროვე მწერლების მიერ შექმნილი წიგნი.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი იქნებიან წიგნის ავტორები და ასევე სტუდენტები (მათ შორის შშმ და სსსმ) პროფესიული სასწავლებლებიდან, რომ მოისმინონ ავტორების მოსაზრებები და გამართონ მათთან დისკუსია.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.№1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია « იხ. ყველა ანონსი