2015-04-03

„საქართველოს ნატოში ინტეგრაცია უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში“

3 აპრილს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი თემაზე „საქართველოს ნატოში ინტეგრაცია უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში“.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, რუმინეთის ელჩი საქართველოში დიმიტრუ ბადეა, ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, პოლიტიკოსები და ექსპერტები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო სექტორის, მედიის, და ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეებს ვიდეომიმართვით მიესალმება ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი.

სემინარზე განიხილება თემები: 1.საქართველოს ნატოში ინტეგრაცია: სად ვიმყოფებით ჩვენ? 2. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმდინარე გამოწვევები; 3. რუსეთთან ურთიერთობები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ფონზე.

სემინარი ეძღვნება ნატოს დღეებს საქართველოში. სემინარის ორგანიზატორია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი