2014-06-06
საინფორმაციო შეხვედრა ერასმუს მუნდუსის პროექტების სტიპენდიანტებთან
6 ივნისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული
ERASMUS MUNDUS-ის ექვსი პროექტის სტიპენდიატებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით გახსნის თსუ რექტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა. შეხვედრაზე სტიპენდიატები გაეცნობიან მობილობის განსახორციელებლად საჭირო პრაქტიკულ ინფორმაციას. ღონისძიება თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდება.
ევროკომისიის პროგრამები (BACKIS, WEBB, ELECTRA, IANUS, HERMES, EMBER) მიზნად ისახავს ევროპული საუნივერსიტეტო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებას და მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობით ხელს უწყობს დიალოგს ხალხსა და კულტურებს შორის.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი